Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

№012/29-01 

18.06.2024 წ.

ქ. თბილისი

 

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმისა და სამოქმედო გეგმის განახლების მიზნით კომისიის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის,  მე-6 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმისა და სამოქმედო გეგმის განახლების მიზნით, დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე - დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;

ასოცირებული პროფესორი მარინა ჩავლეიშვილი - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;

ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;

ირმა მშვენიერაძე - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;

აკაკი მიქაბერიძე - ფაკულტეტის მენეჯერი საფინანსო ეკონომიკურ საკითხებში, კომისიის წევრი.

2.  დაევალოს კომისიას, გააანალიზოს და შეაფასოს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმისა და სამოქმედო გეგმის თავსებადობა უნივერსიტეტის შესაბამის სამართლებრივ აქტებთან და წარმოადგინოს დასკვნა.

3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
 

ფაკულტეტის დეკანი         პროფესორი         გიორგი ღაღანიძე